ლევან მაჭავარიანი: ამ 4 წლის მანძილზე, ბალტიის ქვეყნები საქართველოს უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით გამოირჩევიან, თავად კი, რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან
„ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით. ამ ქვეყნებს რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან ამ ომის განმავლობაში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები აბსოლუტურად უსტანდარტო განცხადებებს აკეთებენ.
„შემჩნეულები არიან სანქციების ავლაში, რამდენიმე ფაქტი იყო, რომ ხელს უწყობენ ბალტიის ზღვიდან მსხვილ მიმწოდებლებს. ახლა [ესტონეთის] ელჩი გადაჰყავთ თურმე, სომხეთში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს ცვლის და ამით ჩვენ არაფერი გვაკლდება. უბრალოდ, ისინი აგრძელებენ თავიანთი მოქმედებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაზიანებას”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.