Loading data...
ლევან მაჭავარიანი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე, რადიკალურ ოპოზიციას ჩაუტარეს ბრიუსელიდან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წესებს ქართულ ოპოზიციას ბრიუსელი კარნახობდა.

„მოვიდა არჩევნების დრო, ნახეს, რომ რევოლუციით ვერ გვანაცვლებენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე, რადიკალურ ოპოზიციას ჩაუტარეს ბრიუსელიდან. აქ აგზავნიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო მიტინგებზე და ა.შ. მაგრამ ჩვენი ხალხი ჩვენს გვერდზე დადგა, კარგად გაშიფრეს სიტუაცია და ჩვენ გავიმარჯვეთ.

ამის შემდეგ არჩევნების გაყალბება დაგვაბრალეს, რომ კიდევ ახალი ქაოსი გამოეწვიათ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატები აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირი იქნებოდა მათი მთავარი დასაყრდენი არჩევნების შეფასების დროს. შემდეგ არ მოეწონათ [ეუთო/ოდირის] დასკვნა და შემდეგ კარგად გვახსოვს კამპანია ევრობიუროკრატების, კორუმპირებულ ორგანიზაციას ეძახდნენ ეუთო/ოდირს. ჩვენი დასაცავი გახდა ეუთო/ოდირი“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.