1756050136
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს და ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან

სახალხო დამცველი პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სიძულვილის ენის გამოყენებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ.
ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის გარეშე წარიმართოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო წარიმართოს ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს და ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ჩემი მხრიდან განცხადებებს გავაკეთებ.
იმედი მაქვს, არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.