Loading data...
ლევან დიასამიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან დიასამიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.