Loading data...
ლევან ბერიძე სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე: განხილული იქნება სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გამყარება - პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით

სერბეთში საქართველოს ელჩმა ლევან ბერიძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული.

„განხილული იქნება სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გამყარება - პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით. მხარეები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ქვეყნებს შორის უკვე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რაც ეკონომიკურ დიპლომატიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ ორმხრივ ძალისხმევას“, - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში დაიწყო.