Loading data...
ლაშა ტალახაძე: მინდა, ჩემი შესაძლებლობა, ცოდნა მოვახმარო ჩემს ქვეყანას და ვიყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოს თავის ღირსებით შეიყვანს ევროპაში

მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის და მიმაჩნია, რომ ჩემპიონები ვიქნებით ისევ იქაც, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ტალახაძემ განუცხადა.

მან პარტიის მიერ მისი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ სპორტულ კარიერაში ყველაფერი გავაკეთე, რაც შეეძლო ერთ ადამიანს გაეკეთებინა. მზად ვარ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. მინდა, ჩემი ეს შესაძლებლობა, ცოდნა მოვახმარო ჩემს ქვეყანას და ვიყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოს თავის ღირსებით შეიყვანს ევროპაში და რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოში იქნება მშვიდობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვესაჭიროება. მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, სადაც ჩემი თავი ვიპოვე“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.