Loading data...
ლაშა დარსალია: მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრისას მიმოხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები როგორც ეკონომიკურ სფეროში, ისე რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით

გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სადაც ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა. უპირველესად, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

„გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სადაც ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა. უპირველესად, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.

ასევე დაისახა მომავლის გეგმები ვიზიტების გაცვლის კუთხით. მიმოხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები, დაწყებული ეკონომიკური სფეროთი და დამთავრებული რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოთი.

დაკავშირებადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. ჩვენი დამოუკიდებლობიდან, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს იყო ის მთავარი საკითხი, რომლითაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთად პოზიციონირებენ საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.