კონსტანტინე ბუზალაძე: ამომრჩევლებთან შეხვედრები დავიწყეთ, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ! დარწმუნებული ვარ მათ მხარდაჭერაში, მე კი ჩემს შესაძლებლობებს არ დავიშურებ, რომ გორის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარდეს

„ქართული ოცნების“ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს, მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათ მიერ შერჩეული 12 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრები დავიწყეთ. საინტერესო და თბილი შეხვედრა გავმართეთ გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, რომლის მოწყობაც ახლახან დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, ბილიკების, კაუჩუკის მოედნის, ატრაქციონების, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობა. პროექტი თითქმის დასრულებულია და მნიშვნელოვანია, რომ დასასვენებელი სივრცის მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025-ის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივების მიერაა შერჩეული.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათ მიერ შერჩეული 12 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილება. ასეთი სივრცეები ქალაქსა თუ სოფლებში კიდევ ბევრი მოეწყობა. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მწვანე, სპორტული და საბავშვო სივრცეებით დატვირთული. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ! დარწმუნებული ვარ მათ მხარდაჭერაში, მე კი ჩემს შესაძლებლობებსა და ცოდნას არ დავიშურებ, რომ გორის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარდეს და გაძლიერდეს“, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.