Loading data...
კობახიძე: მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ

როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომენჯეომ“ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ.

„როდესაც საუბარია კონკრეტული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რომ რატომ ვერ დაარწმუნეთ. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ უნდა გაეხადათ ფინანსები გამჭვირვალე. არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის, ეს არის რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ეს განცხადებები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომენჯეომ“ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. წელიწადში ერთხელენჯეო“ წარადგენს დეკლარაციას, იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროს, მიზნების და ხარჯვის თაობაზე. აქ არ შეიძლება არსებობდეს არგუმენტი.

როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რომელიც ვითარდებოდა 2020, 2021 და 2022 წლებში. მაშინ, გახსოვთ, ორი ყოფილი ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრშიენჯეოები“, იყო სხვა პროცესები. არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც არიან ჩართულიენჯეოები“, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. პირდაპირ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები ამაში ჩართულები.

ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს. როდესაც ხორციელდება დაფინანსება, დაფინანსების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, მიმართულია პოზიტიურ აქტივობებზე, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია არასწორი მიზნებისკენ. მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არის არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.