Loading data...
კობახიძე ყულევის პორტზე: ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან

საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან, ეს არის ჩემი პოზიცია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ყულევის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ღიაა ამ კუთხით თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან.

„აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი. დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის.

მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მათ წარვუდგენთ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღიაობას, გვქონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.