Loading data...
კობახიძე: გუშინ შეკრებილი 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი, უჭირთ ადამიანების შეკრება

გუშინ შეკრებილი 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი, უჭირთ ადამიანების შეკრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც 10 ათასობით პარტიის მხარდამჭერს ელოდებიან. 

გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ანუ, 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი. აქედან გამომდინარე, უჭირთ ადამიანების შეკრება და ა.შ.

ჩვენ ველოდებით, რომ მეორე მოსმენის დროს ისინი შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით 10 ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს ,ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.