Loading data...
კირცხალია როთზე: ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად და უტიფრად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში

„უხეში დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად  და უტიფრად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ მიხაელ როთის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როთი თავისი ქმედებებით ქვეყნის  კონსტიტუციას შეურაცხყოფს.

„ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, დაუფარავად, თავხედურად და უტიფრად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია. 

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.