კირცხალია პრემიერის ღია წერილზე: ჩვენი მზაობა რჩება მზაობად, რომ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში და ღირსეულ პარტნიორობაში

„ჩვენი მზაობა რჩება მზაობად, რომ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში და ღირსეულ პარტნიორობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაელოდებიან ახალი ადმინისტრაციის ქმედებებს.
„ეს არის ღია შეშფოთება და ღია გაკვირვება, სამწუხაროდ იმ დუმილის, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ახალი ადმინისტრაციიდან. ასე, რომ შევხედოთ, დაველოდოთ. ჩვენი მზაობა რჩება მზაობად, რომ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში და ღირსეულ პარტნიორობაში.
დაველოდოთ ახალი ადმინისტრაციის ქმედებებს. ამ წერილში ასევე ნათლად არის ასახული თითოეული ის დესტრუქციული აქტი, თითოეული ის დესტრუქციული სურვილი, რომელიც USAID-დან, NED-დან ფინანსდებოდა. ამ ორგანიზაციებიდან დაფინანსებული რევოლუციური სცენარი დევს თაროზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.