კირცხალია ნატოს მომავალ სამიტზე: სანამ განცხადებებს გააკეთებენ, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით

„სანამ განცხადებებს გააკეთებენ, როცა გააკეთებენ განცხადებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკურ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება.
მისი თქმით, საქართველო ნატოს სტანდარტებთან თავსებადია.
„ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ არის ყველა მიმართულებით. ასე, რომ თვითონ ჩამოყალიბდნენ, გადახედონ და დამერწმუნეთ, თვითონაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს მსოფლიოს არა მხოლოდ ლიდერების, არამედ სერიოზული ექსპერტების შედარებაც არის“,- აღნიშნა კირცხალიამ.