Loading data...
კირცხალია: ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რომ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია მშვიდობისა და ღირსების მხარეს

„ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რომ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს იმ უსამშობლოებს, რომლების აგრძელებენ ქვეყნის გაყიდვას. 

„ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რომ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია მშვიდობის მახარეს, პოზიცია აღმშენებლობისა და ღირსების მხარეს და ამით ერთხელ და საბოლოოდ, ამ უსამშობლოებს, რომლებიც ჯერ 2012 წლამდე ხელისუფლებაში დაკავებულები იყვნენ ფაშისტური მმართველობით და შემდეგ ოპოზიციიდან თავიანთ პატრონებთან და ლობისტებთან ერთად აგრძელებენ ქვეყნის გაყიდვას და მონურ მსახურებას, მაქსიმალურად გავცეთ ერთხელ და საბოლოოდ ის ღირსეული პასუხი, რომელიც თითოეულ ქართველ დედას, მამასა და ახალგაზრდას შეეფერება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.