Loading data...
კირცხალია გახარიაზე: ადამიანისგან, რომელიც 60 წამის შუალედში ცვლის თავის პასუხს და ჩვენებას, არ არის გასაკვირი, რაიმე კლიპში ან განცხადებაში ტყუილი და დამახინჯებული ფაქტები მოვისმინოთ

„ადამიანისგან, რომელიც 60 წამის შუალედში ცვლის თავის პასუხს და ჩვენებას, არ არის გასაკვირი, რომ რაიმე კლიპში ან განცხადებაში, სატელევიზიო სივრცე იქნება თუ სოციალური ქსელი, ტყუილი და დამახინჯებული ფაქტები მოვისმინოთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. 

„როდესაც ზოგადად აქციებზე, აქციების მართვაზე და საერთოდ ამ კუთხით მმართველობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას დააპირებს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საერთოდ რაიმეზე ისაუბროს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.