კირცხალია ეკონომიკური კოლაფსის შექმნის მცდელობებზე: როდესაც მიზანმიმართულად ამას აკეთებ, ეს არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი

„ამხელა თანამდებობის პირები: ბანკის მმართველები, ყოფილი პრემიერები, ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, ახალგამოჩეკილი ექსპერტები ქმნიან ამ სურათს და მოლოდინს [ეკონომიკური კოლაფსის]. ეს ხომ პირდაპირ საბოტაჟია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გააცხადა, რითაც გამოეხმაურა ცრუ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას.
„მაკკეინის ინსტიტუტის კვლევას, მოწოდებას და სცენარს შევახსენებ საზოგადოებას, სადაც პირდაპირ იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეკონომიკის საბოტაჟი ჩვენ ქვეყანაში და ეკონომიკური კოლაფსი, როგორ უნდა მომხდარიყო გაფიცვები და ა.შ. ყველა ცდილობდა, როგორ შეეყვანა საზოგადოება შეცდომასა და ილუზიებში.
დამერწმუნეთ, ვინც ეკონომიკის ანბანში და საწყისებში ერკვევა, პირველი, რაც ეკონომიკის მამოძრავებელია - არის ეს მოლოდინები. როდესაც მიზანმიმართულად, გარედან ხელშეწყობით ამას აკეთებ, ეს არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი“, - აღნიშნავს კირცხალია.