კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი

„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.
მისი თქმით, ვანო ჩხიკვაძის და მისი კოლეგებისგან მსგავსი ქმედება ახალი არ არის. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ისინი მუდმივად ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას.
„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და შორი რეტროსპექტივა არ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვიხილეთ ქალბატონ საბანაძესთან ერთად, თუ არ ვცდები ვაშინგტონში. ბოლო წლებში, ერთ-ერთი პიონერები იყვნენ იმ მოღალატეობრივ ქმედებაში, რასაც ვხედავთ ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და მათთან აფილირებული ასეთი ზურგს უკან მომუშავე, ბიუროკრატებად მომუშავე პირებთან და იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.