Loading data...
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ

გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მანვე ოპოზიციის ალიანსზე თქვა, რომ ის ძალიან ტოქსიკურია და არანაირ გაერთიანებას არ წარმოადგენს.

„მიშა ბევრად უფრო ადეკვატურია ახლა ვიდრე მაგალითად ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა. წყევლაზე გადავიდა. საერთოდ ქართულ პოლიტიკაში ეგეთი ფენომენი მე არც გამიგია. ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ და თან მაღალ მატერიებს და ინტელექტუალურ, რაღაც განსაკუთრებულ მონაცემებზე აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია.

ასეთი ფენომენები გაჩნდნენ და მათ უნდათ დროშა ასწიონ. რა დროშა უნდა აწიონ, ვერ გავიგე. ნახევარი საქართველო დასცინის ალბათ ხო იმიტომ, რომ რაღაც საოცრებები ხდება. რაც შეეხება ამ ალიანსს - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკურია. ეს არ არის რაღაც გაერთიანება, რეალურად ეს არ არის არანაირი ალიანსი.

ხელოვნურად კბილებით რომ რაღაცა უჭირავთ რაღაცის გამო, აი ძალიან მძიმე ოჯახები რომ არის, ცოლ-ქმარი ყოველდღე ერთმანეთს რომ უთაქუნებენ თავში, შვილებიც რომ არ ჰყავთ და რაღაც საერთო ანგარიში აქვს და იმ ანგარიშს ეპოტინება ორივე. აი დაახლოებით ეს სიტუაციაა და როგორ შეიძლება ახლა ასეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.