Loading data...
ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ვინ მოგისმინა?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირის ელჩის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები შეეცადნენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მიეწერათ და ვნებათაღელვა გამოეწვიათ. თუმცა დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება, პრემიერის განცხადებამდე გაცილებით ადრე, თავად ევროკავშირმა მიიღო.

„მთავარი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას. რეალურად შეაფასოს. ის, რომ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეს და შეფასებაშიც იყო ობიექტური - ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.