1792235980
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა - ამ წუთებში კი უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
გორგასლის ოფისში მმართველი პარტიის ლიდერები დღის პირველ ნახევარში მივიდნენ. ჯერ გაიმართა პოლიტსაბჭოს შეკრება, შემდეგ კი უმრავლესობასთან შეხვედრა. სხდომებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
დღის წესრიგშია ყველა აქტუალური საკითხი - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა და რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ.