„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტში - გოგი აბუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტში - გოგი აბუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს.
გოგი აბუაშვილის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში დაიგეგმება სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის სარეკრეაციო სივრცის მოწყობა. ასევე, აქტიური მუშაობა გაგრძელდება სასმელი წყლის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.
„დაიგეგმება აუცილებლად, როგორც სარეკრეაციო სივრცე, იქნება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული მცხეთის ტერიტორია. ბევრი საინტერესო პროექტი იქნება. მათ შორის , მინდა გამოვყო თეატრონის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდი სიმდიდრეა ქალაქისათვის. მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა პროექტები. ეს იყო სასმელი წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ამ მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. მინდა გამოვყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი დასახლება, ქალაქური ტიპის დასახლება, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს განვითარების“, - განაცხადა გოგი აბუაშვილმა.