1753938178
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება.
კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადით იქნება წარდგენილი.