Loading data...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.

დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

ასევე, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები.