Loading data...
„კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“ - თამარ კიკნაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

თამარ კიკნაძე

პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, მხარდამჭერების წინაშე გაკეთებულ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც თამარ კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„კაი მთქმელს კარგი გამგონე უნდა, „ასეთი სიტყვებით მინდა გამოვეხმაურო როგორც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი, ასევე, ექვსჯერ საერთაშორისო მისიებში მონაწილე (ავღანეთი ბაგრამის საავიაციო ბაზა, ქაბული და ცენტრალური აფრიკის მისიებში მონაწილე), 2024 წლის 14 სექტემბერს გორში შეკრებილი მხარდამჭერი წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილმა გორში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალურ“ ტელევიზიებში დიდი გამოხმაურება აჟიოტაჟი მოჰყვა, როგორც ყოველთვის ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფ „ნაცმოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიების ლიდერებისა თუ წარმომადგენელ მხარდამჭერების მხრიდან. გაკეთდა არაერთი განცხადება, სადაც დაგმეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისათვის, როგორც აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის ძმის, გოგიტა კიკნაძის დისათვის, ჩემი დღემდე ცრემლშეუშრობრლი დედისათვის, რომელსაც დღესაც შვილის საფლავი სანატრელი აქვს, ყოვლად მიუღებლად და ამაზრზენად მიმაჩნია „ნაციონალური“ ომის პარტიის გამჩაღებელი წევრების მხრიდან სპეკულაციის თემად რომ იქცა ჩვენი გმირი ვაჟკაცების სულების ხსენება. უყურებ მათ ძალით დამწუხრებულ სახეს, როგორ ირგებენ ნიღბებს და დგამენ ძმათა სასაფლაოზე გულისამრევ სცენებს, თითქოს მათ მართლაც აღელვებდეთ ჩვენი ქვეყნის ბედი და დამწუხრებული სახით იხსენებენ ჩვენს გმირებს. გული მეკუმშება და ბრაზი მახრჩობს მიზანმიმართულად რომ იქცევიან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, ბოდიში რუსეთს კი არ უნდა მოუხადოთ, როგორც ომის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქადაგებენ, ბოდიში მოსახდელი აქვთ მათ თითოეული ქართველის წინაშე, რომლებსაც 2008 წელს შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ აღნიშნული ომი, სისხლისღვრა, რომელსაც ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების არაერთი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა, თავად კი წითელი ხიდიდან სამარცხვინოდ გარბოდნენ. მათ ქართველი ერის წინაშე მიუძღვით დანაშაული და ღვთის წინაშე დიდი ცოდვა, რამდენი ოჯახი გაამწარეს, რამდენ დედას ჩააცვეს შავი.

ნურავინ დამარწმუნებთ, რომ ამ მავნებლებს ადარდებს ჩვენი გმირები, მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები და აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა. ერთი რამ კარგად მინდა დაიმახსოვროთ, ქართველი ერის თავზე წისქვილი არ დატრიალებულა, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ზოგიერთ პოლიტიკოსზე კარგად აზროვნებს და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მიმდინარე მოვლენების საღი შეფასების უნარი გააჩნიათ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი აგონიაში მყოფი პარტიები ხავსს ეკიდებიან, რომ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავეში და საზოგადოებას უტიფრად თვალებში ნაცარს გვაყრიან. 26 ოქტომბერი ის დღეა, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი გააკეთებს სწორ არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას, ომსა და მშვიდობას შორის და ერთხელ და სამუდამოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან.

ქართველი ხალხი გონიერია და ის ყოველთვის ყველას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ჩვენ გვახსოვს ჩვენი წარსული, რასაც ვერავინ ვერასოდეს ქართველი ერის მეხსიერებიდან ვერ წაშლის. მინდა, მივმართო ყველა გამწარებულ ოჯახის წევრებს, დედებს, მეუღლეებს, დებს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების დროს იმ უთანასწორო ომებში დავკარგეთ ოჯახის წევრები, ნუ მივცემთ ნურავის ჩვენი ბრმა იარაღად გამოყენების საშუალებას, ჩვენი გმირები შეეწირნენ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ჩვენ ვიცით ომისა და მშვიდობის ფასი, ამიტომ ჩვენ გვმართებს ამ მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში დავდგეთ ერთად ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად, მადლობა უფალს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ მართავს ქვეყანას და ჩვენი ხელისუფლება იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებსებს და მიუხედავად ზეწოლებისა, არავის დაკვეთას არ ასრულებს. დეზინფორმატორი „ნაციონალური მოძრაობის “არხის ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მტრებად მოიხსენიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის კეთილდღეობისათვის და აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად შემხვედრი ნაბიჯები არასოდეს არ გადაუდგიათ, მათ მხოლოდ აგრესია, სიძულვილი, ძმათა შორის სისხლის ღვრის წყურვილი კლავს. ყველამ კარგად ვიცით წარსული შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის დროს მიზანმიმართულად გაჩაღებულმა ომებმა უამრავი ლამაზი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა, დედას დღემდე თვალზე ცრემლი არ შეშრობია, ძმის საფლავი დღემდე უცნობია, მაგრამ არასოდეს არ გვიკადრებია არც აფხაზი არც ოსების მიმართ აგრესია გამომეხატა, და მტრად გვეღიარებინა, მიუხედავად ამ ომებისა, რაც გამოვიარეთ, მზად ვარ, დაძმური ხელი გავუწოდო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, დედებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კონფლიქტური დამოკიდებულება და გადავდგათ ღირსეული ნაბიჯი შერიგებისაკენ, რათა არასოდეს, არცერთი მხრიდან, არცერთმა დედამ შავი აღარ ჩაიცვას და ვიცხოვროთ ღირსებით მშვიდობიანად ჩვენს მიწაზე. საღად მოაზროვნე ადამიანმა როგორ უნდა მისცეს ხმა ამ ბოროტებას, რასაც ნაც სექტა ჰქვია, რომლებსაც უბედურების სიბინძურის მეტი არაფერი გაუკეთეს ქვეყანას.

აფხაზეთი, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოა და რაც „ნაცმოძრაობის “ხელისუფლების მმართველობის დროს დავკარგეთ ტერიტორიები, მალე დავიბრუნებთ ჩვენი ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის გონივრული თანმიმდევრული ნაბიჯების გადაგმის საფუძველზე. დღეს ჩვენი ქვეყანა გადის ყველაზე რთულ, ეკლიან გზას. მჯერა, ბატონი ბიძინას სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების - რომ იგი ამ მეტად რთულ გზას გაივლის უშეცდომოდ და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს ბოროტებაზე. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე და მფარველი, ამინ. ბოროტმა სძლია კეთილსა, არსება მისი გრძელია“, - წერს თამარ კიკნაძე.