Loading data...
კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

როდესაც კალასს ჰკითხეს, თუ რას აკეთებს ევროკავშირი ირანის გარშემო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მან უპასუხა, რომ ევროკავშირი „თავშეკავებისკენ მოუწოდებს“.

„ჩვენ ( 5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე) განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და გაგრძელდება“, - აღნიშნა კალასმა.

ამავდროულად, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ფიქრობს, რომ ირანი კონფლიქტს დიდხანც ვერ გააგრძელებს. 

„თუ ირანი ახლა მის გარშემო ყველა ქვეყანას დაუმიზნებს, საბოლოო ჯამში, მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის პრაქტიკულად მარტო იბრძვის. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს ძალიან განსხვავდება სხვა სიტუაციებისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.