1749032075
პოლიტიკა
კალაძე ევრობარომეტრის კვლევაზე: როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი - სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება

„მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს და რადიკალიზმი - სამოქალაქო სტანდარტად, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრობარომეტრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა.
„სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, სწორ ანალიზს გააკეთებს: მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი - სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა საუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.