კახიანი ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მუდმივად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური.
„ალბათ, კონსტიტუციაში არ დარჩენილა მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული რაიმე მუხლი, რომელსაც იგი არ არღვევდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც არსებობს, რომ სალომე ზურაბიშვილს დარღვეული აქვს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, ის ახლაც აგრძელებს ამას.
ზოგადად, სხვას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. მას პარტიული კუთვნილების უფლებაც კი არ აქვს, კონსტიტუციიდან გამომდინარე.
საზოგადოება ხედავს, რომ ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად, ერთ-ერთ ლიდერად“, - აღნიშნა კახიანმა.