კახიანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების დაკვეთით გამოქვეყნებული სტატია.
„ეს არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები და ამ სტატიაზე სხვა ვერაფერს ვიტყვი თუ არა, რომ ეს არის დაკვეთით გამოქვეყნებული სტატია. გამიზნულად ხდება ეს ყველაფერი, როდესაც დაძაბულობა მეტია ჩვენს სამეზობლოდ. ამის მიზანი არის ის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანოს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საქართველოს ჰყავს არაკეთილმოსურნეები, რომლებიც ასეთ ინფორმაციებს სათავისოდ იყენებენ. მთლიანობაში ეს ემსახურება ქვეყნის დაზიანებას და იმიჯის შელახვას“, - აღნიშნა კახიანმა.