1781866050
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ზოგადად, მე ვეწინააღმდეგები ყველანაირ შეურაცხყოფას. ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ასევე კრიტიკა. ბევრს ჰგონია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა კრიტიკაა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, ის უნდა გადმოსცეს ნორმალურ ფორმაში, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.