1781523633
პოლიტიკა
კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის.
„მივესალმებით პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტს დელეგაციასთან ერთად.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და აღნიშნული ვიზიტიც მიუთითებს იმაზე, რომ მათი მხრიდანაც არის მზადყოფნა, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.