Loading data...
კახა კალაძე: ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს.

„შობას გილოცავთ!

უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი ხსნის, სიკეთისა და სიყვარულის მარადიულობის.

საშობაო ტრადიციად ქცეული, ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო.

დაე, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს!

გილოცავთ!“ - წერს კახა კალაძე.