Loading data...
კახა კალაძე: ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა

ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე.

„ის, რასაც ვისმენდით რამდენიმე თვე სახელმწიფო გადატრიალებასთან და ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, გარკვეულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა. უამრავი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არავის გადაედგა. უამრავი მოწოდება გაკეთდა ჩემი, ბატონი პრემიერის, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. რაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაცის ციხეში წასვლა?! მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეკეთებინათ [იერიში პრეზიდენტის სასახლეზე], ეს არის დანაშაული და სახელმწიფო რეაგირებს. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“, - აღნიშნა კალაძემ.