1745773638
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესი იყოს ფეხქვეშ გათელილი

„ვებრძვით იმ ძალას, რომელიც გარედან მართავს ქვეყნის შიგნით აგენტურას, მტრებს, მოღალატეებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველო დიდმა ქვეყანამ გამოიყენოს სათავისოდ.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესი იყოს ფეხქვეშ გათელილი და რომელიმე დიდმა ქვეყანამ გამოიყენოს სათავისოდ. მაშინ რომ შეცდომა დაგვეშვა, დღეს აქ მე და თქვენ ვერ ვისხდებოდით და ამ ინტერვიუს ვერ ჩავწერდით. შეიძლება სახელმწიფოებრიობაც დაგვეკარგა“, - აღნიშნავს კახა კალაძე.