1760043345
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენ გვინდა მეგობრები და პარტნიორობა, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოვა, მზად ვართ, ეს ურთიერთობები ორმხრივად განხორციელდეს

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, თავისუფლება. დღეს ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს, ბრძოლით დავიცვათ ყველა აღნიშნული მიმართულება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც განცხადებას აკეთებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრები და პარტნიორობა, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოვა. მზად ვართ, ეს ურთიერთობები ორმხრივად იყოს განხორციელებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.