Loading data...
კახა კალაძე ანიტა ჰიპერის კომენტარზე: ამ რუსული პროპაგანდით შეპყრობილები არიან, სხვა არაფერი აქვთ

ამ რუსული პროპაგანდით შეპყრობილები არიან, სხვა არაფერი აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისი მერმა კახა კალაძემ ანიტა ჰიპერის კომენტარის შეფასებისას.

„ჩვენ თუ არასწორი ვართ, მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონი“ ავიღოთ, გვითხარით, თქვე დალოცვილებო, რა არის აღნიშნულ კანონპროექტში ცუდი, ან ევროპის და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. პასუხი დღემდე არავის აქვს. ერთადერთი პასუხი იყო სალომე ზურაბიშვილის მრჩევლის, თუ მდივნის, რაც მოვისმინეთ იყო - „იმიტომ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული.