Loading data...
ქაჯაია მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: იმდენად ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა საერთოდ უსაფრთხოების სამსახური ისეთმა ადამიანმა ჩაიბარა, არცერთ მათ მცდელობას განხორციელება არ უწერია

იმდენად ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა საერთოდ უსაფრთხოების სამსახური ისეთმა ადამიანმა ჩაიბარა, არცერთ მათ მცდელობას, განხორციელება არ უწერია, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„თბილისის მერთან თუ რაიმე პრეტენზია გაქვს, როდესაც მერობის კანდიდატი არ არის შტაბში და იქ არის რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, რომელიც წინასაარჩევნო საქმიანობას ეწევა, რა გინდა, რატომ აზიანებ?! ქართველ საზოგადოებას მინდა მივმართო, ამ ადამიანების სახლია ხომ ეს [შტაბი] გარკვეული დროით. ვინმე რომ მოვიდეს, გაიაროს, შეგაგინოს და რუსის მონა გიწოდოს, რეაქცია არ გექნება?! რასაკვირველია, რეაქცია გექნება და ეს ძალიან კარგად იციან.

აქციებზე ვინც დგას, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ზუსტად ამ პროვოკაციული გზებით ცდილობენ ნულოვანი პასუხისმგებლობით გადააბრალონ ყველაფერი მმართველ გუნდს, მაგრამ ეს არ გამოვა. 2003 წლიდან განვითარდა ეს ქვეყანა, უფრო დემოკრატიული გახდა, სხვა რელსებზე გადავიდა. პოლიტიკურად გაიზარდა საზოგადოება. იმდენად ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა საერთოდ უსაფრთხოების სამსახური ისეთმა ადამიანმა ჩაიბარა, არცერთ მათ მცდელობას განხორციელება არ უწერია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.