1754139430
პოლიტიკა
ქადაგიშვილი: ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ის დაღმავლობის გზა, რაც ოპოზიციამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაიარა, ვერანაირ აღმავლობას მათ ვერ მოუტანთ

თუ შევხედავთ იმას, რაც გუშინ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 20 კანდიდატზე მეტზე ვსაუბრობდით და ახლა ხუთამდე ჩამოვედითო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ პროცესი იქ არასერიოზულია, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, „ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ამ შემთხვევაში ის დაღმავლობის გზა, რა გზაც ოპოზიციამ გაიარა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირ აღმავლობას მათ ვერ მოუტანთ“.
„აქედან გამომდინარე, რაიმე რეალურ შანსებზე საუბარიც არ არის“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ გახარია - „ლელოს“ ერთობა თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად მას მოიაზრებს.