ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ოპოზიცია ძალიან დიდ გაურკვევლობაშია, ერთი რამ ფაქტია, რევოლუციით ქვეყანას ვერ შლიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში გაურკვევლობაა და შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ნაწილმა კი - არა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ რევოლუციით ქვეყანას ვერ შლიან.
„ოპოზიცია რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გაურკვევლობაშია, ჯერ მათ უცხოელ მფარველებს არ გადაუწყვეტიათ, რა მიმართულებით უნდა განავითარონ პროცესები საქართველოში. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ რევოლუციით ქვეყანას ვერ შლიან.
გამომდინარე აქედან, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, რომ დაუბრუნდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ პროცესებს თუ შეინარჩუნონ გარკვეული ნაწილი სრული დესტრუქციისათვის და გარკვეული ნაწილი საარჩევნო პროცესში შემოიყვანონ.
საბოლოო ჯამში ალბათ, გაიყოფიან, ნაწილი მიიღებს, ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.