Loading data...
ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გახარიას

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიტინგი ძალადობრივი იყო, თუმცა აქცენტი გააკეთეს საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე. ბუნებრივია, იკვეთება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რაზეც უფრო კონკრეტულად გამოძიება გასცემს პასუხს, თუმცა პოლიტიკური კუთხით პასუხისმგებლობა გახარიას აკისრია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, კიდევ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. საპოლიციო მოქმედების დაგეგმვა და განხორციელება როცა ხდება, იქ გეგმა მუშავდება და ეცნობება მინისტრს, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს. გახარია არის ის, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. კიდევ ვის ეკისრება, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.