1754139105
პოლიტიკა
ქადაგიშვილი: შვედეთის პრემიერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინას რა წარმატება ექნება ფრონტზე, რა სისხლი დაღვარა, აუცილებელი პირობა მაინც თურმე ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული

შვედეთის პრემიერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს იმას მნიშვნელობა, უკრაინას ვთქვათ რა წარმატება ექნება ფრონტზე, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელი პირობა მაინც თურმე ყოფილა, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.
„საქართველოსთან შანტაჟის პოლიტიკისთვის გამოიყენეს სწორედ ოჯახური ფასეულობების კანონის გაუქმების მოთხოვნა. ანუ, ეს მოთხოვნა, ფაქტობრივად, დამდგარია საქართველოს მიმართაც. უბრალოდ, უკრაინის მიმართ ეს მოთხოვნა პირდაპირი ტექსტით გაჟღერდა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.