ქადაგიშვილი შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებზე: ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან
„ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ის პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს და ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა.
„შეწყალებაზე ოპოზიციური განცხადებები არის კიდევ ერთხელ ახლობლების, მშობლების, თუ გულშემატკივრების მხრიდან პატიმართა ბედით სპეკულაცია. ყველამ ვიცით საჯარო განცხადებები, როცა არც პრეზიდენტს აღიარებენ, არც შეწყალებას, არც აპირებენ ამ შეწყალებით სარგებლობას, მაგრამ ხედავთ, რომ სპეკულაციებს მაინც აქვს ადგილი. ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.