Loading data...
ქადაგიშვილი: პოლიტიკოსები, რომლებიც თვეების განმავლობაში რევოლუციის სამზადისით იყვნენ დაკავებული, ამბობენ, რომ იქ მხოლოდ ინტერესის გამო იდგნენ, ეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის

ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოთქმა, რომ აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ.

„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის. საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ. იმ დღეს მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად დაძრულიყვნენ. თავის დაძვრენას ბოლომდე შეეცდებიან, მაგრამ გამოძიება უტყუარი ფაქტებითა და მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით ხელმძღვანელობს. სასამართლოც გამოძიების არგუმენტებს შესაბამისად გაითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური ჯგუფი, ვინც თვეების განმავლობაში პირდაპირი, თუ ირიბი მეთოდებით რევოლუციის სამზადისით იყო დაკავებული, დღეს იძახის, რომ ამასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ინტერესის გამო იდგა.

„მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ავანტურა დასრულდა, ყველა ის აქტორი, ვინც ახლა ამბობს, რომ მიტინგზე შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, გადატრიალების ლიდერებად წარმოაჩენდნენ თავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.