1762436284
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე: ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამ ყველაფერზე არსებობს სამართლებრივი შეფასება
ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამ ყველაფერზე არსებობს სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი ნორმები კანონშია ჩაწერილი.
„რა მსვლელობა ექნება გამოძიებას და გაგრძელება სასამართლოს, ეს უკვე გამოძიების და სასამართლოს საქმეა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.