ქადაგიშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას შორის მიმდინარე ბრალდებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათში არსებულ უნდობლობაზე.
„მათი ეს დაპირისპირება რამდენიმე რამეზე მეტყველებს - პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში, როგორც ისინი თავად ამბობენ, ბიზნესი თავისუფალი იყო სხვადასხვა პარტიების დაფინანსებაში.
ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის. ეს ბრალდებები და ეს ფონიც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
მათი ნაწილი მაინც აღიარებს, რომ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არავისთვის არ უნდა ყოფილიყო დაფარული ცოდნა“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.