Loading data...
ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: გუშინ საზოგადოებას სხვადასხვა ეპითეტით ამკობდნენ, საქმე გვაქვს ე.წ. ლიბერალურ ფაშიზმთან

„ნაცმოძრაობის“ დაუღალავი მცდელობაა, ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ განსხვავებულ აზრს ვერ იტანს.

მათი დაუღალავი მცდელობაა, ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამ მიზნისთვის არცერთი საშუალების გამოყენებას არ ერიდებიან. ეს სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებებს იმსახურებს. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა შეფასებას, ადამიანების მიმართ ზიზღის გამოხატვის არნახული კამპანია იყო. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზნე არ იცვალა, გუშინ საზოგადოებას სხვადასხვა ეპითეტით ამკობდნენ, ეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა ლიბერალიზმთან, არამედ ე.წ. ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.