Loading data...
ქადაგიშვილი მუსელიანცის განაჩენზე: ვინც ატრენინგებდა ასეთი საქმისთვის ახალგაზრდების ჯგუფებს, რა თქმა უნდა, ისინი კვლავ იტყვიან, რომ არიან პოლიტპატიმრები, სინამდვილეში ეს ახალგაზრდები გაწირეს დანაშაულისათვის

„ვინც ატრენინგებდნენ და ამზადებდნენ ასეთი ქცევის და საქმისათვის ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფებს, რა თქმა უნდა, ისინი კვლავ იტყვიან, რომ არიან პოლიტპატიმრები და „სინდისის პატიმრები“, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არჩილ მუსელიანცისთვის გამოტანილ განაჩენს.

მისი თქმით, რეალურად ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ოპოზიციამ და გარე დამფინანსებლებმა დანაშაულის ჩადენისთვის გაწირეს.

„რა თქმა უნდა ახლა ის ჯგუფი პოლიტიკოსების, ვინც ეს ადამიანები ამ საქმიანობისთვის გაწირა, იყვირებს, რომ არიან პოლიტპატიმრები და ის გარე დამფინანსებლები, ვინც ატრენინგებდნენ და ამზადებდნენ ასეთი ქცევის და საქმისათვის ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფებს რა თქმა უნდა, კვლავ იტყვიან, რომ არიან პოლიტპატიმრები და „სინდისის პატიმრები“. სინამდვილეში ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწორედ ამ ე.წ. გარე თუ შიდა პოლიტიკოსებმა გაწირეს დანაშაულისათვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.