Loading data...
ქადაგიშვილი: მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს, ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია.

„რატომ ვეუბნებით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ არ ჰქონდეთ ორმაგი სტანდარტი ჩვენთან ურთიერთობაში?! იმიტომ, რომ ის, რაც მკაცრად არის აკრძალული და კანონით დასჯადია მათ ქვეყანაში ჩვენთან, თურმე, არ შეიძლება - ეს არის ორმაგი სტანდარტი. საბოლოო ჯამში, ამ ფუნდამენტურ ურთიერთობას აზიანებენ. ერთჯერადი მიზნის მიღწევის გულისთვის მზად არიან, ეს ურთიერთობა, ეს ცივილიზაციური კავშირები დააზიანონ, ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია“, - აცხადებს ქადაგიშვილი.