Loading data...
ქადაგიშვილი მოლდოვაზე: სწორედ ასეთ ქვეყანას და ასეთ პრეზიდენტს ევროკავშირი თუ აქაური ვითომ პროევროპელები წარმოგვიდგენენ მაგალით ლიდერად და მაგალით სახელმწიფოდ

სწორედ ასეთ ქვეყანას [მოლდოვა] და ასეთ პრეზიდენტს [მაია სანდუ] ევროკავშირი და თუ აქაური ვითომ პროევროპელები წარმოგვიდგენენ მაგალით ლიდერად და მაგალით სახელმწიფოდ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაზეც, რომლის თანახმადაც კორუფციის კუთხით პირველ ადგილზე ევროპაში უკრაინაა, მეორე ადგილზე - მოლდოვა.

„სწორედ ასეთ ქვეყანას [მოლდოვა] და ასეთ პრეზიდენტს [მაია სანდუ] ევროკავშირი და თუ აქაური ვითომ პროევროპელები წარმოგვიდგენენ მაგალით ლიდერად და მაგალით სახელმწიფოდ და გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა არის მზად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის. რეალობა კი აბსოლუტურად სხვაა. ბოლო კვლევებში, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, კორუფციის კუთხით პირველ ადგილზე ევროპაში უკრაინაა, მეორე ადგილზე - მოლდოვა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.