Loading data...
ქადაგიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განგრძობითი დანაშაული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განგრძობითი დანაშაული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს პასუხი უნდა გაეცეს. 

„კომისიის მუშაობა აუცილებელია - კიდევ ერთხელ დასტურდება, იმიტომ, რომ ეს განგრძობითი დანაშაული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და იმას, რაც მათ საქართველოს და მის მოქალაქეებს დამართეს, პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.